სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება

13 ნოემბერი 2025, 12:16 134 ნახვა

თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ნაპოვნია თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და 19 სამხედროს ცხედარი.

კიდევ ერთი ცხედრის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. თურქმა ექსპერტებმა თვითმფრინავის ნაწილები შემოწმებისთვის შემთხვევის ადგილიდან უკვე გაიტანეს. გადასვენებულია ცხედრებიც.

რამ გამოიწვია ნატოს წევრი ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფა და 20 ადამიანის დაღუპვა, ამას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, რომელსაც საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის საგამოძიებო უწყებები ატარებენ.

ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა 2 დღის წინ განიცადა განიცადა.

თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე