კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს თბილისში.
შეხვედრას 20-მდე ქვეყნის დელეგაცია ესწრება. კონფერენციის მიზანია, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, ამ მიმართულებით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ გაფართოებული მსჯელობა და მომხმარებელთა დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.
ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა.