ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტი თურქეთში

13 ნოემბერი 2025, 12:33 131 ნახვა

თურქეთში მაგისტრალური გზების მიმდინარე მშენებლობასა და სტრატეგიულ პროექტებს  საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გაეცნო ,რომელიც მეზობელ ქვეყანაში , დელეგაციასთან ერთად ,ოფიციალური  ვიზიტით იმყოფება.   

მინისტრი თურქეთის მაგისტრალური გზების მთავარი დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა .ქართულმა დელეგაციამ ასევე ანკარა-ქირიქკალე-დელიჯეს 120-კილომეტრიანი, 6-ზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესი მოინახულა. 

გაეცნენ ანკარა–ნიღდეს ავტომაგისტრალის სატრანსპორტო კვანძსა და თანამედროვე ციფრული კონტროლის სისტემებით აღჭურვილი ფასიანი გზების მონიტორინგისა და მართვის ცენტრს.   

ვიზიტისას რევაზ სოხაძემ თურქ კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის საქართველოში ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა გამო.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე