სამუშაო შეხვედრა რადიო მაუწყებლების წარმომადგენლებთან

13 ნოემბერი 2025, 12:38 119 ნახვა

კომუნიკაციების კომისიაში რადიო მაუწყებლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც კერძო რადიო მაუწყებლებისთვის ლიცენზირების პროცესის გამარტივების შესახებ ComCom-ის ინიციატივის წარდგენასა და განხილვას ემსახურებოდა.

ინიციატივის თანახმად, მაუწყებლობის ზონების რაოდენობა 15-დან 28-მდე გაიზრდება, რაც თითოეული ზონის ტერიტორიას შეამცირებს. ამასთან, რადიო მაუწყებლებს მიეცემათ საშუალება, გადამცემების შეძენისა და განთავსების ოპტიმალური ვარიანტი შეარჩიონ.

ცვლილება მაუწყებლებისთვის მეტად მოქნილ პირობებს შექმნის და საინვესტიციო ხარჯების დაზოგვას შეუწყობს ხელს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე