საქართველოს განათლების მინისტრი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში

21 ნოემბერი 2025, 11:52 82 ნახვა

საქართველოს განათლების მინისტრმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი და აკადემიური დელეგაცია ესწრებოდა.

მინისტრმა საქართველოსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და უნივერსიტეტის აკადემიურ დელეგაციას აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

გივი მიქანაძემ შეხვედრის მონაწილეებს უმაღლესი განათლების რეფორმა გააცნო. 

მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა, რომელიც ყოველწლიურად იმართება, მიზნად ისახავს უნივერსიტეტსა და კერძო და საჯარო სექტორებს შორის კავშირების გამყარებას და ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე