19 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესები გრძელდება. ამ დროისთვის მოსამართლის გადაწყვეტილებით გიორგი ჟამერაშვილსა და რეზო დუმბაძეს, ადმინისტრაციული სახდელის სახით, 5000-5000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ.
მოსამართლემ 3200 ლარით დააჯარიმა კიდევ ერთი მონაწილე ნელი დიასამიძე, ხოლო კიდევ ერთ მონაწილე ხალიბეგ მაგამედოვს ხუთ დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
4 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა მარიკა სვანიშვილი, ჯამში სასამართლომ მათე დევიძის სოლიდარობის მარშისას დაკავებული 13 პირის მიმართ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებული პირების ნაწილს პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, ნაწილს კი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.