საკომიტეტო ფორმატში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმების ინიციატივაზე მსჯელობა დაიწყო. ამ წუთებში დეპუტატები საკითხს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ.
დაანონსებული ცვლილება რომელიც ძალაში 1 იანვრიდან უნდა შევიდეს, ბევრ კითხვას უჩენს ოპოზიციის ნაწილს.
მაგალითად გიორგი გახარიას პარტიაში აინტერესებთ რატომ წამოიჭრა ეს საკითხი მაშინ, როცა მათი პარტიის ლიდერის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმეა აღძრული ჩორჩანის ეპიზოდზე.
ენმ-ში, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც უკავშირებენ მმართველ პარტიაში ტერმინების „სამხრეთ ოსეთისა“ და „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის“ შემოღებას, მიაჩნიათ რომ ინიციატივა ღალატის ტოლფასია.
ცვლილების ავტორები სახელისუფლებო პარტიიდან კი აცხადებენ, რომ ფრაზა ,, სამხრეთ ოსეთი“ არკონსტიტუციურია და არ უნდა არსებობდეს ქართულ კანონმდებლობაში.