საქართველო VS იაპონია 

22 ნოემბერი 2025, 09:44 47 ნახვა

დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შემოდგომის ტესტ-მატჩების სერიის მესამე შეხვედრას იაპონიის ნაკრებთნ გამართავს.

იაპონიასთან მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტია - გამარჯვების შემთხვევაში „ბორჯღალოსნები“ რაგბის საერთაშორისო რეიტინგის მოწინავე 12 გუნდში დაიმკვიდრებენ ადგილს, რაც მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრის წინ მნიშვნელოვანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ პირველ ორ ტესტ-მატჩში „ბორჯღალოსნებმა“ ჯერ ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი დაამარცხეს, შემდეგ კი კანადასაც მოუგეს.

საქართველო-იაპონიის შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე