უმცროსი „ბორჯღალოსნები“ დღეს ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდებიან

22 ნოემბერი 2025, 09:31 48 ნახვა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები დღეს ზედიზედ მეათედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის ფინალს და მეშვიდედ ეცდება ტიტულის მოგებას. ფინალისკენ მიმავალ გზაზე საქართველომ მეოთხედფინალში პოლონეთი 64:7, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელი ჩეხეთი 26:7 დაამარცხა. ჩვენმა მეტოქე ესპანეთმა ჯერ ბელგიას სძლია 64:0, მერე კი ნიდერლანდებს 52:0 მოუგო.

დებულების თანახმად, განაცხადში პრაღაში მყოფი 26-ივე მოთამაშეა და შესაბამისად, ყველა მათგანს ექნება ფინალში თამაშის შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, ესპანეთს 18-წლამდელთა ფინალში შარშანაც ვეთამაშეთ და 32:11 დავამარცხეთ. მანამდე მათ 2019 წლის ფინალში 20:10 ვძლიეთ.

პრაღის „მარკეტა სთედიუმზე“ საქართველოსა და ესპანეთის 18-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრა ჩვენი დროით 21:30 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე