მესაზღვრის გვერდის ავლით საზღვრის გადაკვეთის ალბათობა დაბალია, თუმცა არსებობს - გიორგი მღებრიშვილი

01 ივნისი 2017, 00:00 1765 ნახვა

როგორ მოხვდა აფგარ მუხტარლი აზერბაიჯანში? ამის დასადგენად შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. გიორგი მღებრიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს დაელოდონ გამოძიების დასრულებას. იგი  ასევე ამბობს, რომ მესაზღვრის გვერდის ავლით საზღვრის გადაკვეთის ალბათობა დაბალია, თუმცა არსებობს. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე მხოლოდ აზერბაიჯანის პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება, საზღვრის უკანონოდ კვეთასთან დაკავშირებით, მხოლოდ ეს არის სამართლებრივად გამყარებული ვერსია.

რაც შეეხება დაკავებულის  ადვოკატისა და მეუღლის განცხადებას იმის შესახებ, რომ ჟურნალისტი შესაძლოა ქართველებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანელებს გადასცეს, მინისტრის შეფასებით,  ეს დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია.

პარალელურად, თბილისიდან 2 დღის წინ “გაუჩინარებული” ჟურნალისტის ადვოკატი საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელს შეიტანს. ელჩინ ნაზიმოვი მედიასაშუალებებთან ამბობს, რომ მუხტარლი პასუხისმგებლობას ორივე ქვეყნის ხელისუფლებას აკისრებს.

ამავე კატეგორიაში