ბრალდებულის დედის მიმართვა

17 ივნისი 2016, 00:00 3622 ნახვა

მოშიმშილე ბრალდებულის ოჯახის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს. წინასწარ პატიმრობაში მყოფი 28 წლის ბრალდებულის დედა, რომელსაც ბრალი ნარკოტიკების საზღვარზე გადმოტანაში ედება, შვილს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მერი ნაკაშიძე ამბობს, რომ მისი შვილი პირადი ინტერესის პატიმარია, იგი დანაშაულს უარყოფს და პროტესტის ნიშნად 17 მაისიდან დღემდე შიმშილობს. მას 8-დან 12 წლამდე სასჯელი ემუქრება. ბრალდებულის ახლობლების ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს გირაო შეუფარდა, რაც პროკურატურამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და იგი წინასწარი პატიმრობაში აიყვანეს. ნარკოტიკების საზღვარზე გადმოტანასთან ერთად მას ბრალი ერთ-ერთ კერძო ობიექტზე მატერიალური ზიანის მიყნების გამოც აქვს წაყენებული, რაზეც სასამართლო დავა დღემდე მიმდინარეობს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში