ევროპის მოედანზე საარჩევნო პლაკატები ჩამოხიეს

07 ოქტომბერი 2017, 00:00 2673 ნახვა

ბათუმში, ევროპის მოედანზე საარჩევნო პლაკატები ჩამოხიეს. დაზიანებულია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ლაშა კომახიძის,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის ლევან ანთაძისა და   პოლიტიკური გაერთიანება “საქართველო ერთობისა და განვითარებისთვის” ბათუმის მერობის კანდიდატის, კახაბერ ცისკარიძის  საარჩევნო პოსტერები.

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში