დაშავებულის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

22 იანვარი 2018, 00:00 3950 ნახვა

ამ დრომდე  მძიმეა დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა და კვლავ  რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. იგი საზღვაო ჰოსპიტლის თანამშრომელია და სწორედ კლინიკის ლიფტის შახტაში ჩავარდა გუშინ.  მედიკოსების ინფორმაციით, მას ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და გულ-მკერდის დაჟეჟილობა აქვს.

დაშავებული გუშინვე  სამედიცინო ცენტრ „მედინაში“ გადაიყვანეს. შსს-მ საზღვაო ჰოსპიტალში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნაკლებად მძიმე დაზიანების მიღებას გულისხმობს. 

ამავე კატეგორიაში