შვეიცარიის საელჩოს განცხადება

30 მარტი 2018, 00:00 1716 ნახვა

შვეიცარიის საელჩომ მიიღო და რუსეთის ინტერესთა სექციას გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა, შემდეგი მოთხოვნით, რომ რუსმა დიპლომატმა საქართველო დატოვოს. საელჩოში განმარტავენ, აღნიშნული ფაქტი არ იქონიებს გავლენას შვეიცარიის იმ განსაკუთრებულ მანდატზე, რომელიც გულისხმობს საქართველოში რუსეთის ინტერესების დაცვას, ხოლო რუსეთში - საქართველოს ინტერესების დაცვას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პიროვნებად გამოაცხადა და მოითოვა, რომ მან საქართველო 7 დღის ვადაში დატოვოს. საქმე ეხება დიდ ბრიტანეთში ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამლვას, რაშიც ოფიციალური ლონდონი რუსეთს ადანაშუალებს და რუს დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს.

ამავე კატეგორიაში