აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს აბარებენ

02 ივლისი 2018, 00:00 2870 ნახვა

უკვე სამი საათია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 963 აბიტურიენტი გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. 

ბათუმის საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია დილის 8 საათზე დაიწყო. რეგისტრაცია 988 რეგისტრირებული აბიტურიენტიდან 963 გაიარა. საგამოცდო ცენტრში, სულ 69 სექტორი ფუნქციონირებს. ​

საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი მანუჩარ ლორიას ამბობს, რომ ბათუმის ცენტრი აკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რაც ამ ტიპის გამოცდებისთვისაა საჭირო. "ვეცადეთ აბიტურიენტებისთვის შეგვექმნა ყველა პირობა ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მათ შორის კონდინცირების კუთხითაც" - ამბობს ცენტრის ადმინისტრატორი. უფრო კონკრეტულად, როგორ ახერხებე ტემპერატურის კონტროლს ცენტრში არ აზუსტებენ,  სექტორებში კონდენციორების სისტემები არ არის, სადაც აბიტურიენტები არიან გადანაწილებულები. 

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი