სტრუქტურული რეორგანიზაცია მთავრობაში-პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს

03 ივლისი 2018, 00:00 1967 ნახვა

მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია - პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყო. დაჩქარებული ტემპების გამო საკითხზე მსჯელობას დღეს ექვსივე სავალდებულო კომიტეტი გეგმავს. უკვე კამათი მოჰყვა საკითხზე მსჯელობას 4 გაერთიანებულ კომიტეტზე. ცვლილებები რიგგარეშე სხდომაზე უნდა დაამტკიცონ. შესაძლოა, 116-ე კანონში ცვლილება სამივე მოსმენით მიმდინარე კვირაში შევიდეს. სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს არ უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია. რადგან ფიქრობენ, რომ თანხების დაზოგვა მაინც ვერ მოხდება.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ სამთავრობო ცვლილებების ძირითადი მიზანი მცირე მთავრობის ჩამოყალიბებაა. მთავრობის მეთაური ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის შედეგად 100 მილიონ ლარზე მეტის დაზოგვას გეგმავს. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, მთავრობის  შემადგენლობაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება. ამ დრომდე კვლავ უცნობია ვინ დატოვებს მინისტრთა კაბინეტს და რომელ უწყებებს უხელმძღვანელებენ ახალი მინისტრები. სამთავრობო გუნდს, სავარაუდოდ, პარლამენტი ნდობას მომავალ კვირას გამოუცხადებს.

ამავე კატეგორიაში