არჩევნების მეორე ტურში ემიგრანტებს ხმის მიცემის საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ

15 ნოემბერი 2018, 00:00 1448 ნახვა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება და  ის  დასვენების დღედ გამოცხადდება. გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს. უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს. გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ის, მიზეზი რომ  არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს ტარდება, რაც შეიძლება ხელისშემშლელი აღმოჩნდეს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის. რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ავღანეთში ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ისინი არჩევნებში მონაწილეობას 26 ნოემბერს მიიღებენ.

საპრეზიდენტო არჩვენების თარიღის შუა კვირაში დანიშვნას ომბუდსმენი და მესამე სექტორის წარმომადგენლები აფასებენ, მმართველი პარტიის გარდა თარიღი ყველა მათგანისთვის მიუღებელია, სახალხო დამცველის განმარტებით, - არჩევნების დანიშვნა ყოველთვის უმჯობესია შაბათ-კვირას და ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ ემიგრანტების საკითხიდან. იგივეს ფიქორბენ მესამე სექტორში.

ამავე კატეგორიაში