ვირუსული ინფექციების გააქტიურებას დეკემბრის მეორე ნახევრიდან ელოდებიან

17 დეკემბერი 2018, 00:00 3029 ნახვა

ზამთრის სეზონთან ერთად, ვირუსული ინფექციების რიცხვიც იზრდება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ა ტიპის H1N1 ვირუსი ვრცელდება. აჭარაში კი ლაბორატორიულად დადასტურებული ენ ერთი ვირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც სპეციალისტების განცხადებით, სეზონისთვის დამახასიათებელია.

ცენტრის მონაცემებით, კლინიკებში მიმართვიანობა არ გახშირებულა და წინა კვირასთან შედარებით მაჩვენებელი გაზრდილი არ არის. მედიკოსების განცხადებით, პრევენციისთის მნიშვნელოვანია ვაქცინაცია,  ხელების ხშირი დაბანა და ოთახების განიავება.

ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ გრიპის სიმპტომების შემთხვევაში დროულად მიმართონ კლინიკებს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში