ხელვაჩაურის გზის ერთ მონაკვეთზე გაჩენილი ღრმულების გამო, მანქანები ერთ ზოლში დადიან

21 მარტი 2019, 00:00 6731 ნახვა

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, ხევლაჩაურისკენ მიმავალი ფრიდონ ხალვაშის მაგისტრალურ გზა, 253 ნომერ სახლის მიმდებარედ, გზის ნაწილი იმდენად დაზიანებულია, რომ ადგილობრივების მტკიცებით, მანქანებს ერთ ზოლში უწევთ გზის გაგრძელება, ასფალტის საფარზე გაჩენილი  ორმოებისთვის თავის ასარიდებლად.  

ორმხრივ გზაზე, მძღოლების ასეთი მანევრირება კი ავარიულ სიტუაციებს ქმნის. ამ გზაზე კორპუსებში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ავარიული სიტუციების გარდა, ფეხით მოსიარულეებსაც სერიოზული პრობლემები ექმნებათ. გზაზე არც შუქნიშანი დგას, არც ზებრა გადასასვლელები და არც ავტობუსების მოსაცდელებია

"ძალიან სახიფათოა ასეთი მოუწესრიგებელი გზა, დაზიანებების გამო სამანქანე გზა შევიწროებულია და ხელვაჩაურიდან ქვევით მიმავალ მანქანებს, ამ მონაკვეთში, საპირისპირო მხარეს გადასვლა უწევს. ეს კი ავარიულ სიტუაციებსაც და საცობსაც. არ არის დახაზული ზებრა, არც რაიმე ნიშანი ამის შესახებ"  - ამბობს ადგილორბივი მცხოვრბეი ბადრი ბერიძე.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორია ბათუმის ადმინისტრაციულ ტერიტორიას ეკუთვნის, თუმცა ვინაიდან გზა მაგისტრალურია, მისი შეკეთების ვალდებულება აჭარის საგზაო დეპარტამენტს აქვს. 

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი მაჩალაძე კი ამბობს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები(ორმოების ამოვსება) უკვე დაწყებულია. "დღეს ეს სამუშაოები მიმდინარეობს ოპიზრების ქუჩაზე, ეტაპობრივად, მარტის თვეში, ამინდის მიხედვით ამოიფხვრება ყველა მსგავსი პრობლემა ამ გზაზე" - განაცხადა ირაკლი მაჩარაძემ.

 

ავტორი - გიული ბერიძე (სტაჟიორი)

ამავე კატეგორიაში