სათამაშოების მაღაზიების გაქურდვის ფაქტზე არასრულწლოვანი ფიგურირებს - შსს

22 მარტი 2019, 00:00 1550 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მემედ აბაშიძის ქუჩაზე სათამაშოების მაღაზიები სავარაუდოდ, არასრულწლოვანმა გაქურდა. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ მისი ვინაობა უკვე დადგენილია. 

უწყებაში შეტყობინება დღეს დილით შევიდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე ქურდობის მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ორივე მაღაზია ღამით გაქურდეს. წაღებულია თანხა. ერთ-ერთი ობიექტი ამ დრომდე დაკეტილია. 

სამართალდამცველებმა მაღაზიებიდან ვიდეოკამერის ჩანაწერები ამოიღეს. 

ამავე კატეგორიაში