მსოფლიო წყლის დღე - შეხვედრა მოსწავლეებთან

22 მარტი 2019, 00:00 1428 ნახვა

მსოფლიო წყლის დღესთან დაკავშირებით, კომპანია „ბათუმის წყალმა“ პირველ საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის წყლის აღების, სასმელად ვარგის კონდიციამდე დაყვანისა და ლაბორატორიული შემოწმების მეთოდების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

მოსწავლეები რეალურ რეჟიმში ლაბორატორიული კვლევითი მეთოდების და ყოველდღიური მონიტორინგის პროცესს გაეცნენ. გაეროს გადაწყვეტილებით წყლის დღე 1993 წლიდან, როგორც წყლის სასიცოცხლო რესურსის მნიშვნელობის ხაზგასასმელად აღინიშნება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში