გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლები დროულ გამოძიებას ითხოვენ

29 მარტი 2019, 00:00 8412 ნახვა

ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალთან მორიგი აქცია გამართეს გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა. ისინი გამოძიების დროულად დასრულებას და პაციენტის დაღუპვაში ბრალეული მედიცინის მუშაკების დასჯას მოითხოვენ. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მათთვის უცნობია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება.  

მელანო ფუტკარაძე 18 მარტს მიიყვანეს რეფერალურ საავადმყოფოში, იგი ერთი დღის შემდეგ სახლში გაწერეს.  პაციენტი 21 მარტს „მედცენტრში“ გარდაიცვალა - ოფიციალური დიაგნოზი მწვავე აპენდიციტია. ორივე სამედიცინო დაწესებულებიდან დოკუმენტაცია ამოიღო სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ. რას გადაწყვეტს სამედიცინო საბჭო ჯერ უცნობია. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში