საიას სარჩელი

11 აგვისტო 2016, 00:00 2919 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. უსკოს  დაევალა,  განიხილოს საჩივარი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის"  დაჯარიმებას ეხება.  საუბარია 31 ივლისს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების წარდგენისას, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის ჩვენებაზე, რომელსაც  ახალგაზრდა იურისტები საარჩევნო კოდექსის დარღვევად მიიჩნევენ და აგიტაციის ნიშნებს ხედავენ.  აღნიშნული სარჩელის განხილვაზე აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 9 აგვისტოს  უარი განაცხადა. რის შემდეგაც არასამთავრობო ორგანიზაციამ, სასამართლოს განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ მიმართა.  მოპასუხე მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში