სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხვალიდან ქალაქში საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე მიმართულებით შეიზღუდება

13 აპრილი 2019, 00:00 942 ნახვა

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხვალიდან ქალაქში საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე მიმართულებით შეიზღუდება. ნაწილობრივ გადაიკეტება გოგოლის ქუჩა, სადაც გზის ამ მონაკვეთზე სამი დღის განმვლობაში მოძრაობა დასაშვები იქნება მხოლოდ ე.წ ბონის კულტურის სახლიდან ნონეშვილის ქუჩის მიმართულებით.

მაიაკოვსკის ქუჩაზე მეთექვსმეტე სკოლიდან ბაზრის ცენტრალურ შესასვლელამდე საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით გადაიკეტება დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში. ხვალ ასევე გაიხსნება ძველი ავტოსადგურის წრიული მოძრაობის ზოლი, სადაც რამდენიმე კვირაა მოძრაობა ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო შეზღუდულია.

ამავე კატეგორიაში