ჩვენ ვნახეთ უმძიმესი კადრები და იქნება უმკაცრესი რეაგირება - კახა კალაძე დარბევის კადრებზე

24 ივნისი 2019, 12:15 1101 ნახვა

"რაც მოხდა პარლამენტში ამაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი გუნდი" - ამის შესახებ კახა კალაძემ "ქართული ოხნების პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.  მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ დაისჯება ყველა, თუმცა წავა თუ არ აგახარია, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურთ. 

"რაც მოხდა პარლამენტში ამაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი გუნდი, პარლამენტის თავმჯოდმარემ შეწყვიტა ოფიცილაური ვიზიტი და დაბრუნდა საქართველოში, ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო, არ დაუწყია დამნაშავის ძიება, დატოვა თანამდებობა. რაც შეეხება ძალის გამოყენების ფაქტს, ჩვენ მივიღეთ ძალიან მძიმე სურათი აქციის დაშლის შემდეგ, არიან დაშავებული ადამინები.

ბუნებრივია, ოპოზიციის წაქეზებული იყო, რომ  მომხდარიყო შტურმი პარლამენტის შენობაზე, ეს  გააკეთა იმ დესრუქციულმა ლიდერებმა, ეს მათი განცხადებების შედეგია, რომლის შემდეგ გახდა აუცილებელი ძალის გამოყენება. სამართლებრივ პასუხისმგებლობაც იქნება რეგირება და იმ კადრებსაც მოყვება რეაგირება, რაც ჩვენ ვნახეთ ყველამ" - განაცხადა კახა კალაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში