15 წლის ბიჭმა მცირეწლოვან დას ბოთლიდან კვამლი შეასუნთქა - შსს

11 სექტემბერი 2019, 11:51 7912 ნახვა

ახალგაზრდა ბიჭი ბავშვს ბოთლიდან, სავარაუდოდ, მარიხუანას მოწევას ასწავლის -  ვიდეო  სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, რომ მცირეწლოვანი ბავშვი ბოთლიდან კვამლს ისუნთქავს, კადრს მიღმა კი ისმის ხმა, რომელიც ასწავლის როგორ უნდა გააკეთოს ეს სწორად. 

მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე კი დადგინდა, რომ 15 წლის ბიჭმა, მცირეწლოვან დას ბოთლიდან გარკვეული ნივთიერების კვამლი შეასუნთქა.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამბობენ, რომ აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

''თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება დაიწყო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ მამაკაცი მცირეწლოვან ბავშვს, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას ასინჯებს.  ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, 2004 წელს დაბადებულმა ა.ხ.-მ მცირეწლოვან დას ბოთლიდან გარკვეული ნივთიერების კვამლი შეასუნთქა. საქმეზე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები'' - წერია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში