ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ბოლო მონაკვეთში სანიაღვრე არხი მოეწყო

04 თებერვალი 2020, 10:31 1209 ნახვა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ბოლო მონაკვეთში სანიაღვრე არხი მოეწყო. შამილაძისა და ლერმონტოვის ქუჩებს შორის მონაკვეთზე კი მიწისქვეშა კომუნიკაციებს ცვლიან. პროექტი ორბელიანის ქუჩის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.

დაგეგმილია გზის მოასფალტება, სანიაღვრე არხისა და საფეხმავლო ბილიკის მოწყობაც. ორბელიანის ქუჩის კეთილმოწყობისთვის 3 მილიონ 450 ათასი ლარი იხარჯება. სამუშაოები მაისში უნდა დასრულდეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში