საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გამარჯვება

19 სექტემბერი 2016, 00:00 2957 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს. ქართველმა კალათბურთელებმა საკვალიფიკაციო ეტაპი ლიდერის პოზიციაზე დაასრულეს. გუნდმა უშუალო კონკურენტი, მონტენეგრო სტუმრად 90:84 დაამარცხა. „ევრობასკეტ 2017-ის“ ჯგუფური ეტაპის წილისყრა 22 ნოემბერს თურქეთში გაიმართება. ევროპირველობას მომავალ წელს ოთხი ქვეყანა: ფინეთი, ისრაელი, რუმინეთი და თურქეთი ერთობლივად უმასპინძლებს.

ამავე კატეგორიაში