Bellingcat-ის კრიტიკული სტატია და შესაძლო კორუფციული გარიგებები

01 აგვისტო 2020, 19:59 250 ნახვა

თუ ვინმემ რაიმე დარღვევა, ჩაიდინა - რა თქმა უნდა იქნება კონკრეტული რეაგირება - ასე უპასუხა მედიას  საქართველოს პარლამენტის წევრმა, იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კოვიდ 19-ის  პირობებში  კორუფციასთან დაკავშირებით  დასმულ  კითხვაზე. კორუფციულ გარიგებებზე საქართველოში სტატიას აქვეყნებს საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტთა ჯგუფი რომელიც  ძირითად აქცენტს სახელმწიფო შესყიდვების საკითხზე და საკარანტინო ზონისთვის გამოყოფილ თანხებზე აკეთებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ის კომპანიები, რომლებიც არჩევნების დროს ხელისუფლებისა თუ ხელისუფლების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ გულუხვი შემოწირულობებით გამოირჩეოდნენ, მარტივად დასაქმდნენ იმ მიმართულებით, რომელიც კორონავირუსმა გააჩინა, კერძოდ საკარანტინო ზონები, პირბადეების თუ სხვა აღჭურვილობის წარმოება. მკვლევარებმა შეისწავლეს საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცხადებული ელექტრონული შესყიდვებიც. გამოცემა „Bellingcat“  საუბრობს იმაზეც, რომ ზოგიერთი კომპანია საერთოდ არ იყო ჯანდაცვის სფეროთი დაინტერესებული აქამდე, თუმცა ამ პროცესებში ჩართვა მათაც ადვილად მოახერხეს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მათთვის ეს სქემები კარგადაა  ნაცნობი, თუმცა შეშფოთებულები არიან მასშტაბურობით. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში