''ერთხელ ბათუმში“-სერიალი აჭარის ტელევიზიით დღეიდან იწყება

08 აგვისტო 2020, 15:44 3447 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერით დღეს  სერიალის „ერთხელ ბათუმში“ ჩვენება დაიწყება.   ყოველ შაბათ-კვირას მისი ნახვა ჩვენს არხზე 21:30 წუთზე შეგეძლებათ.  სცენარისა და მუსიკის ავტორი- კომპოზიტორი და მსახიობი ნუგზარ ერგემლიძეა.

სერიალში  ბათუმელი მსახიობები და ახალი სახეები   მონაწილეობენ. მრავალსერიან ფილმზე რეჟისორი ირაკლი კიკვაძის სტუდია მუშაობს. გადაღებები გრძელდება, ამ დროისთვის  უკვე გადაღებულია 48 სერია. სერიალში  ეპიზოდურად იქნება მოთხრობილი თანამედროვე და 30 წლის წინანდელი ბათუმური ცხოვრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში