ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის და განათლების სამინისტროები ინტენსიურად მუშაობენ- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, სახელმწიფო ემზადება, რომ სწავლა უხარვეზოდ და ბავშვებისთვის უსაფრთხოდ დაიწყოს. მისივე განცხადებით, მათ აქვთ დეტალური გაიდლაინები თუ როგორი უნდა იყოს სწავლის ფორმატი 15 სექტემბრიდან.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე