ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს გენერალურ პროკურორს შეხვდება

17 აგვისტო 2020, 10:03 1231 ნახვა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს დღეს შეხვდება. ოჯახი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის შსს-დან პროკურატურისთვის გადაცემას ითხოვს, ამის მიზეზად კი შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი უნდობლობას ასახელებს.

მიხეილ რამიშვილის თქმით, უნდობლობის მთავარი მიზეზი ისიც არის, რომ შსს არა მკვლელობის, არამედ თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. ადვოკატისვე განცხადებით, ხვალ ჩატარდება პრესკონფერენცია, სადაც ის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაჟღერებას, შემდეგ კი რეაგირებისთვის სახალხო დამცველისთვის მიმართვას გეგმავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში