მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა

22 სექტემბერი 2020, 18:20 1222 ნახვა

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფონიდან სატელიტური ფოტოებისა და დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურა ჩატარდება.

მიხეილ რამიშვილმა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ექსპერტიზის ეროვნული ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა. ადვოკატის განცხადებით გამოძიება არამხოლოდ მისი და ფურცხვანიძის მიმოწერით, არამედ სხვა პირადი ინფორმაციითაც არის დაინტერესებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში