უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში დისტანციური სწავლება თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში შენარჩუნდება

24 სექტემბერი 2020, 14:44 1530 ნახვა

საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებით, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში დისტანციური სწავლება თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში შენარჩუნდება.

აჭარაში ყველა საფეხურის სწავლება დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

"პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური სწავლების ფორმატი ამ ეტაპზე შენარჩუნდება: თბილისში, რუსთავში, ზუგდიდში, ქუთაისში. აჭარაში ყველა საფეხურზე სწავლება დისტანციურია

ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ კოლეჯებში სწავლის აუდიტორიებში გაგრძელების შესახებ ახლო მომავალში გაცნობებთ"-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში