ოპოზიციის შეხვედრა 

26 სექტემბერი 2020, 18:40 1653 ნახვა

დღესვე გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ნინო ბურჯანაძის ცენტრალურ  ოფისში შეიკრიბნენ, სადაც ხმების დაცვის კომისიის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა. კომისიაში სხვადასხვა პარტიის წევრები არიან გაწევრიანებულები.  იმსჯელეს წინასაარჩევნო პერიოდში  დაფიქსირებულ დარღვევებზე, როგორც ამას თავად ამბობენ. 

განიხილეს კონკრეტული ფაქტიც, რომელიც დიღომში მოხდა. მათი თქმით,  ინციდენტი მმართველი გუნდისა და ხელისუფლების ოპონენტებს შორის მოხდა. ირწმუნებიან, რომ ხელისუფლება ოპოზიციას დევნის. გაერთიანებული ოპოზიცია საერთაშორისო  პარტნიორებს,ასევე მესამე სექტორს მიმართავს, რომ მოამზადონ ერთიანი სარჩელი,  რადგან წინასაარჩევნო პროცესში ოპოზიცია იყოს დაცული და მათ კამპანიაში  ხელი არ შეეშალოთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში