ლევან შენგელიამ ''ბეშიქთაშის'' კარში ორი გოლი გაიტანა

27 სექტემბერი 2020, 22:37 1179 ნახვა

თურქეთის სუპერლიგის მე-3 ტურში ლევან შენგელიამ სტამბოლის ‘’ბეშიქთაშის’’ წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და დუბლის გაფორმებაც მოახერხა. ქართველის ‘’ქონიასპორმა’’ მეტოქე სტამბოლური გრანდი მარტივად, 4:1 დაამარცხა.

24 წლის შენგელიამ ანგარიში 28-ე წუთზე თავური დარტყმით გახსნა. 78-ე წუთზე კი კრავეცმა ცარიელ კართან დატოვა და ლევანს ზუსტად დარტყმა არ გაუჭირდა.

მიმდინარე სეზონის ორ შეხვედრაში ლევან შენგელიას ანგარიშზე ორი გატანილი გოლია. გასულ სეზონში კი ლევანმა 23 შეხვედრა მოანდომა ორი გოლის გატანას.

‘’ქონიასპორს’’ 2 შეხვედრაში 4 ქულა აქვს და მე-7 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას ლევანის გუნდი უკვე 4 ოქტომბერს ‘’დენიზლისპორთან’’ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში