მაშველებმა მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს

03 ოქტომბერი 2020, 16:48 9908 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ, სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები, თითქმის 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"საძიებო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია ამ ეტაპისთვის ვიპოვეთ არასრულწლოვანის ცხედარი. რომელსაც ამ წუთამდე ეძებდა სამაშველო სამსახური. აღნიშნულ ლოკაციაზე დასრულებულია სამძებრო ღონისძიებები, რაც შეეხება მეორე ლოკაციას გრძელდება შუახნის მამაკაცის ძებნის სამუშაოები" - განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიაზე 120 მაშველი და მძიმე ტექნიკა მუშაობდა. მაშველები 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეებს 24-საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ.

გუშინ მაშველებმა მეწყრულ მასაში არასწრულწოვნის მშობლების ცხედრები იპოვეს.

მეწყერი სოფელში 1 ოქტომბერს, ღამით ჩამოწვა. მეწყრის შედეგად მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და გზაზე მიმავალი ავტომობილი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში