მეფუტკრეობის განახლებული პროგრამის პრეზენტაცია

05 ოქტომბერი 2020, 14:02 1636 ნახვა

„მეფუტკრეობის’’ განახლებული პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა ქობულეთის  კოლეჯ „ახალ ტალღა“-ში.  სასწავლებელმა  ტრადიციული მეფუტკრეობის, უძველესი  ჯარას თაფლის და მეფუტკრეობის სწავლების ინტეგრირება მოახდინა და აკრედიტაცია გაიარა. პროგრამაში ყოველწლიურად,  ქობულეთის და ხულოს კოლეჯის ფილიალებიდან 30  სტუდენტი  ჩაერთვება.

გადამზადდებიან პედაგოგებიც.  პროგრამის ფარგლებში  პროფესიულ  სასწავლებელს აუცილებელი ლიტერატურა და ჯარას ფუტკრის 5-ოჯახი გადაეცა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში