„ქართული ოცნების“ წევრ თემურ შუბითიძეზე თავდასხმის საქმეზე ოთხი ადამიანი დააკავეს

07 ოქტომბერი 2020, 11:49 789 ნახვა

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველ თემურ შუბითიძეზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 4 ადამიანი დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ,,გამოძიების ინფორმაციით,   მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი,  30 სექტემბერს, კუთვნილი ავტომობილით ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მოძრაობდა, რა დროსაც მის ავტომანქანას მიზანმიმართულად შეაჯახეს "ოპელის" მარკის ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ. მათ თემურ შუბითიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში