ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 50 საწოლი დაემატება - ტიკარაძე

13 ოქტომბერი 2020, 15:45 1217 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 50 საწოლი დაემატება, მათგან 10 რეანიმაციული, 40 თერაპიული.

"ბატონი თენგიზის გუნდიდან 4 ადამიანი ხვალ აჭარაში გაემგზავრება დამატებით. აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 50 საწოლი დაემატება, მათგან 10 რეანიმაციული, 40 თერაპიული. დანარჩენი საავადმყოფოები, რომლებიც ჩვენთან აჭარის რეგიონიდან თანამშრომლობენ მათი დახმარებით ჩვენ გვექნება კიდევ 30-მდე საწოლი, რითაც ვთვლით, რომ აჭარაში საწოლფონდის დეფიციტის მოლოდინი ამით დაიხურება.

ჩვენი ახალი გუნდის წევრებით, რომლებიც ჩაერთვებიან ოპერატიულ მართვასა და კლინიკურ ზედამხედველობაში თითოეულ იმ საავადმყოფოში, რომელიც მონაწილეობს კოვიდის მართვაში, მათი მხრივ გაუმჯობესდება საწოლფონდის ბრუნვა და პაციენტების მოვლის ხარისხი"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში