ჯუმბერ ვარდმანიძემ კაბინეტი და მერიის ეზო თანამშრომლების დახმარებით დატოვა

15 ოქტომბერი 2020, 14:54 3344 ნახვა

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო ხელვაჩაურის მერიის შენობასთან, სადაც სოფელ ჯოჭოში მეწყრის შედეგად დაღუპული ოჯახის წევრები დილიდან იმყოფებოდნენ.ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში ჯუმბერ ვარდმანიძის კაბინეტში ისხდნენ და მერს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. ასევე ითხოვდნენ ,რომ დამდგარიყო ვარდამნიძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.

ჯუმბერ ვარდმანიძე კაბინეტიდან გავიდა, რასაც მოქალაქეების გაღიზიანება მოჰყვა, შემდეგ კი შენობაც დატოვა. მას ამაში მერიის თანამშრომლები ეხმარებოდნენ. 

ამ წუთებში მერიასთან სასწრაფო დახმარების ბრიგადას ელოდებიან, შეუძლოდ გახდა ტრაგედიის დროს დაღუპული ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი. მოქალაქეების მერის შეჩერებას სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ და მას ეზოში ჩაჰყვნენ. მანქანას გზაც გადაუღობეს.

''კაბინეტში ჩემი ჯდომით არაფერი არ გადაწყდება, ამას ხომ ბრწყინვალედ ხვდებით'' - უთხრა თედორაძეების ოჯახის წევრებს მერმა და ტერიტორია დატოვა.

მოქალაქეები ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე ბრალდებებს უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ პასუხიმგებლობას არ გაურბის.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში