შაქარაშვილის საქმე - არასრულწლოვანი ბრალდებულების დაკითხვა

16 ოქტომბერი 2020, 18:38 1388 ნახვა

7 საათია მიმდინარეობს არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. ადვოკატების განცხადებით, პროცესზე ორი არასრულწლოვანი პირი იკითხება. როგორც პროცესის დაწყებამდე ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას არ გეგმავს და ის მისი უფლებით დასკვნით სიტყვაში ისარგებლებს. ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ ბრალდებულების მხრიდან არ ელოდებიან სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას. საქმის ამ ეპიზოდზე ექვს არასრულწლოვანს ძალადობა, ძალადობის ორგანიზება და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ედებათ ბრალად.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში