''თოფუზი''

14 ოქტომბერი 2016, 00:00 2314 ნახვა

ანიმაციის მერვე საერთაშორისო ფესტივალი ,, თოფუზი” გუშინ ბათუმში ოფიციალრად გაიხსნა. პირველი საკონკურსო  ფილმი პიტერ თომაძის ,,პომიდორი’’ იყო. ფილმში ორი მწვანე პომიდვრის სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილია. ფესტივალის ფარგლებში ანიმაციური ფილმების ჩვენებები ხულოში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში გაიმართა. რაც შეეხება ბათუმს, მაყურებელს ფილმების ნახვა ბათუმის თოჯინების თეატრში დღეიდან შეუძლია.  ფესტივალის ფარგლებში  120-მდე ქართული და უცხოური ანიმაცია იქნება ნაჩვენები და ის 15 ოქტობერს დასრულდება. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში