საქართველოს თავდაცვის ძალებში ავტოპარკის განახლება მიმდინარეობს. ამჯერად, თავდაცვის უწყებამ ნატოს სტანდარტების ახალი ტექნიკის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, 20 ერთეული ახალი მიკროავტობუსი და 7 ერთეული სპეციალიზირებული მანქანა-მაცივარი შეისყიდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში პროექტის ფარგლებში უწყებას 500-ზე მეტი ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა შეემატება.