ბაჩალიაშვილის საქმე- დავით ფურცხვანიძე პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

22 ნოემბერი 2020, 18:06 1042 ნახვა

7 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა  დავით ფურცხვანიძე, რომელიც  გარდაცვლილი პროგრამისტის საქმეზე, მტკიცებულებების შესაძლო გაყალბების ბრალდებით, ორი თვის წინ  დააკავეს.  გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ვინაიდან დავით ფურცხვანიძემ სრულად აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რადგან   სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საჭიროებდა სტაციონალურ მკურნალობას, ბრალდების მხარე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით. ეს რაც პროკურატურის პოზიციას შეეხეოდა.  მიხეილ რამიშვილი კი  რომელიც ბაჩალიაშვილების ოჯახის ინტერესებს იცავს და რომელსაც ფურცხვანიძემ ე . წ-ლი სატალეტის ფოტოები გადასცა,  აცხადებს, რომ ფურცხვანიძის დაკავება თავიდანვე ემსახურებდოა, მისი როგორც ადვოკატის დისკრედიტაციას და  თავიდანვე გაუგებარი იყო გაუგებარია რატომ დააკავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში