გათამაშების ლიდერები გამოტოვებულ შეხვედრებს დღეს ჩაატარებენ

26 ნოემბერი 2020, 11:12 941 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობისთვის მებრძოლი ორი კლუბი მე-14 ტურის გამოტოვებულ შეხვედრებს ითამაშებს. თბილისის ‘’დინამო’’  და ბათუმის ‘’დინამო’’  საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ გამოტოვებულ შეხვედრებს.

თბილისის ‘’დინამო’’   ‘’დინამო არენაზე’’ ქუთაისის ‘’ტორპედოს’’ მიიღებს. თბილისელებს 14 შეხვედრაში 31 ქულა აქვთ და გათამაშების ლიდერები არიან.

‘’ტორპედოს’’ კი 14 შეხვედრაში 16 ქულა აქვს და მე-8 ადგილით ფლეი-აუტის ზონაში იმყოფება. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

მეორე ადგილზე მყოფი ბათუმის ‘’დინამო’’  კი, ახალ არენაზე მეორე შეხვერას გამართავს და გამოტოვებულ მატჩში თბილისის ‘’ლოკომოტივს’’ უმასპინძლებს.

ბათუმელებს 14 შეხვედრის შემდეგ 29 ქულა აქვთ და 2 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ თბილისის ‘’დინამოს’’ .

თბილისის ‘’ლოკომოტივს’’ 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 23 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება. ‘’რკინიგზელები’’ ევროპა ლიგის საგზურს 1 ქულით ჩამორჩებიან. მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში