მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი

08 დეკემბერი 2020, 11:18 959 ნახვა

ცნობილი გახდა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა უკვე გამოსცა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმებისთვის ზუსტად სამი დღე რჩება. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დღეს ისევ განახლდება, თუმცა ზუსტი დრო ჯერ ჯერობით უცნობია. გუშინ გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. რაც შეხება შეხვედრის დეტალებს, ეს ისევ უცნობია. თუმცა აშშ-ის ელჩის რეზიდენციასთან გაკეთებული განცხადებების მიხედვით, წითელი ხაზის ორივე მხარეს პოზიციები დაახლოვდა. თუმცა მოლაპარაკებებში წითელ ხაზად ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება რჩება.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში