კლინიკა „ვივამედიში“ გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

17 დეკემბერი 2020, 17:55 1497 ნახვა

კლინიკა „ვივამედიში“ გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. სამედიცინო დაწესებულებაში დაზიანებულია მინები და სხვა ინვენტარიც. 

დაცვის თანამშრომელს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. 

ამ ეტაპზე, უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში