2021 წელი უკვე კორეასა და იაპონიაშიც დადგა

31 დეკემბერი 2020, 18:07 1321 ნახვა

საქართველოში კი ახალი წლის დადგომამდე 6 საათი რჩება. ამ წუთებში ახალი 2021 წელი იაპონიასა და კორეაში დგება. ახალი წელი უკვე დადგა ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში. ახალ ზელანდიაში ახალი წელი გრანდიოზული სანახაობით იზეიმეს. მანამდე კი ახალ წელს სამოაში, შობის კუნძულსა და ტონგაზე შეხვდნენ. 

ისევე როგორც საქართველოში მსოფლიოც ახალ წელს კოვიდ შეზღუდვების ფონზე აღნიშნავს. ყველაზე ბოლოს ახალ 2021 წელს ბეიკერისა და ჰოულენდის კუნძულებზე იზეიმებენ.

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში