ვენესუელის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით სტრატეგიულ პოზიციებზე ათასზე მეტი იგლა-ეს ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა განალაგა, რათა უზრუნველყოს თავისი ხალხის მშვიდობა, სტაბილურობა და სიმშვიდე.
მადურომ ეს განცხადება გააკეთა აშშ-ის მიერ სამხედრო ოპერაციების გაძლიერების ფონზე, რომლებიც კარიბის ზღვის აუზსა და წყნარ ოკეანეში ნარკოტიკებით ვაჭრობის სავარაუდო მონაწილეებს ეხებოდა.
პენტაგონის შეფმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროებმა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ორი გემის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების შედეგად ხუთი სავარაუდო ნარკოკონტრაბანდისტი მოკლეს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე